სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს ახალციხეში.
მემორიალთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა ის სამხედრო მოსამსახურეები გაიხსენა, რომლებიც 11 წლის წინ, საომარი მოქმედებების დროს დაიღუპნენ.
სამცხე ჯავახეთიდან აგვისტოს ომში 7 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.