2008 წლის აგვისტოს ომი დღეს პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა. როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები, აქცენტს რუსეთის პასუხისმგებლობასა და ღია უკანანო სამხედრო აგრესიაზე აკეთებენ. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას და მისი ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წევრები ყურადღებას ერთმანეთის არასწორ მოქმედებებზეც ამახვილებენ.