ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. 35-მდე ქვეყნის 150 დელეგატი აღსრულების პროცესში ახალ ტექნოლოგიებსა და ციფრული მმართველობის დანერგვის საკითხებს განიხილავს. ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი, აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი, და მმართველი საბჭოს წევრებიც ესწრებიან. კონფერენციის ფარგლებში ოთხი პანელური დისკუსია გაიმართება. ღონისძიება აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს.