15 დეკემბერს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პერსპექტივები – რას უნდა ელოდოს საქართველო ევროკავშირისგან. ამ საკითხზე საგარეო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს. მათი აზრით, აღმოსავლეთ პარტნიორობის საბოლოო დეკლარაციაში ცალკეულ ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე საუბარი არ იქნება და დოკუმენტში მთავარი აქცენტი, ევროკავშირიდან მისაღები სიკეთეების სანაცვლოდ, პირობებზე და ვალდებულებების შესრულებაზე გაკეთდება.