ოფიციალური თბილისი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისგან საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებას და კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების კუთხით, ევროკავშირის მეტ ჩართულობას მოელის. საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ბრიუსელში ხვალ მიემგზავრება და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტიდან ქვეყნისთვის ხელშესახები შედეგებით დაბრუნდება. ზალკალიანის თქმით, ქართულ მხარეს პოზიტიური მოლოდინის საფუძველს ევროკავშირში უკვე გამართული შეხვედრები, მათ შორის ასოცირებული ტრიოს ფორმატში შემდგარი მოლაპარაკებები აძლევს.