თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის ხელშემწყობი პლატფორმის – „ტრადე ჰელპ-დესკ“- ის პრეზენტაცია იმართება, ღონისძიება დღის ბოლომდე გაგრძელდება. პლატფორმა ქართული ბიზნესსექტორისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტის ფარგლებში შემუშავდა, ის მიზნად ისახავს 380 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების საქართველოს არარეალიზებული საექსპორტო პოტენციალის ათვისებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირში.