აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი

ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი იმართება. განხილვის მთავარი თემები ომი უკრაინაში, ვითარება ახლო აღმოსავლეთში და ევროკავშირის გაფართოება იქნება. გაერთიანების წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ, როგორ შეიძლება გახდეს აღმოსავლეთ პარტნიორობა უფრო ეფექტიანი ფორმატი ახალი გლობალური გამოწვევების პირობებში. ბრიუსელში იმყოფება საქართველოს პირველი დიპლომატი, რომელიც მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ევროპელი დიპლომატები ამბობენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ოპტიმისტურად არიან განწყობილი და საქართველოს ნაბიჯებზე ევროკომისიაში კეთდება დადებითი შეფასებები.