აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების რიგით მე-10 ფორუმი პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლის დროს, სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში სამოქალაქო საზოგადოება გაძლიერდა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი კვლავ ღია იქნება ნებისმიერი ინიციატივისათვის, კრიტიკისათვის და აქტიურად ითანამშრომლებს ქართულ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებასთან.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად მიმდინარე და მწვავე პოლიტიკური დებატებისა, საქართველოში კარგადაა გაცნობიერებული სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა.
ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა იმ პრობლემებზე იმსჯელეს, რაც მათი ქვეყნებისათვის დღემდე გამოწვევად რჩება. ფორუმზე სამი დრის განმავლობაში ასევე სამი რეზოლუცია გაფორმდება, ერთ-ერთი დოკუმენტი უკრაინასა და საქართველოში რუსეთის აგრესიასა და ოკუპაციას ეხება. ფორუმი სამ დღეს გაგრძელდება.