აღმოჩენა სოფელ ძალისში. არქეოლოგებმა სამ სამარხს და დიდ არქიტექტურულ კომპლექსს მიაკვლიეს.
გათხრების მნიშვნელოვან აღმოჩენას მიეკუთვნება თიხის ბულა, რომელზეც სასანიანი შაჰი შაპურ IV გამოსახული, ხოლო გამოსახულების გარშემო მოთავსებული არამეული წარწერა ამ ბულით დაბეჭდილ წერილობით გზავნილს ეკუთვნის, რომელიც დიდი ალბათობით, უშუალოდ შაჰის კანცელარიიდან იყო იბერიის სამეფოში გამოგზავნილი.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისში, აკლდამის მიდამოებში ორწლიანი დაზვერვების შედეგად აღმოჩენილ უბანზე მიმდინარე სამუშაოებმა წელს უკვე ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო.