აღმოჩენა კახეთში

არქეოლოგები გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში აღმოჩენილ უძველეს დარბაზს სწავლობენ. მეცხრე საუკუნით დათარიღებულ დარბაზს ნათლისმცემლის ეკლესიის ტერიტორიაზე არსებულ სამონასტრო კომპლექსში მიაგნეს. ამ ადგილზე არქეოლოგიური გათხრები უკვე წლებია მიმდინარეობს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დარბაზი კვირიკე მეფის რეზიდენცია იყო.