30 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატის განცხადებით, ბიკე კასიმოვა დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა მძიმეა და არაა გამორიცხული, ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვოს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 18 ივლისს, ქუთაისში, გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან სტუმრად ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.