ბათუმის საქალაქო სასამართლოში გალიფ ოზთურქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე მსჯელობენ.
თურქი ბიზნესმენი ორი დღის წინ სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ამ დროისთვის მას ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ედება, თუმცა ასევე შესწავლის პროცესშია ფინანსური დოკუმენტაცია.