თბილისის საქალაქო სასამართლომ ფამილ ალიევს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ალიევი პოლიციამ 17 ივლისს ფონიჭალაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავა. გამოძიების მიხედვით, ფამილ ალიევია პირი, რომელმაც 10 ივლისს „ტვ პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას და მის თანმხლებ პირებს მიჰყიდა ნარკოტიკული საშუალება.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.