აღკვეთის ღონისძიების შეფარდება

ტაჯიკეთის მოქალაქე ბიზნესმენების გატაცების ფაქტზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. დაცვის მხარე მათთვის ალტერნატივის სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ბიზნესმენების გატაცება,  ძალადობა და ფულის გამოძალვა. დაკავებული პირები ბრალს არ აღიარებენ. მათი ადვოკატის პოზიციით, მომხდარი კუთვნილი თანხის დაბრუნებას უკავშირდება. დაკავებულია ოთხი პირი. სასამართლომ დღეს სამის საქმე განიხილა. ერთი ბრალდებულის პროცესი ხვალ ჩატარდება.