მარნეულის მერს სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდოს.
პროკურატურა პატიმრობას, ბრალდებული გირაოს ითხოვს. მარნეულის მკვიდრის დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული თემურ აბაზოვი დანაშაულს არ აღიარებს. ბრალი უკვე წაუყენეს სკანდალური საქმის ფიგურანტ დეპუტატებსაც.
პარლამენტის ნაციონალური დეპუტატის და მარნეულის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.