აღკვეთის ღონისძიება

კახეთში ორი წლის შვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი, რომელიც პროკურორის შუამდგომლობით და ბრალდებულის ადვოკატის თანხმობით დახურული იყო, თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. ორი წლის გოგონა 23 თებერვალს სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული მძიმე დაზიანებებით გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში ბებიამ მიიყვანა, რომელიც ამტკიცებდა, რომ გოგონაზე დედამ იძალადა, თუმცა გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ მცირეწლოვანის მამა დააკავა, რომელიც ბრალს აღიარებს.