თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ბერძენიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, მის მიმართ ძალადობით განხორციელებული დევნის ფაქტზე დაკავებულ ირაკლი ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულს მოსამართლემ სხდომათა დარბაზი წესრიგის დარღვევისთვის დაატოვებინა. ირაკლი ხომასურიძემ მანამდე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა. ბრალდების მხარემ სხდომაზე პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა. პროკურორის განცხადებით, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები. დაცვის მხარე კი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ალტერნატივად კი 1000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია.
შემთხვევა 6 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოხდა. „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილსა და პარტიის თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძეს თავს დაესხნენ.