კომპანია „აგარის შაქრის“ თანამშრომლები ქარხნის ამუშავებას და კომპენსაციის გაცემას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქვეყანაში შემოდის დაბალხარისხიანი, უცხოური პროდუქცია და დაბალი ფასის გამო, „აგარის შაქარი“ კონკურენციას შემოტანილ შაქარს ვერ უწევს. ისინი პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფოს ჩართულობასა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
ადგილზე იმყოფებიან პროფკავშირების წარმომადგენლებიც. ქარხანაში 481 თანამშრომელია და მათი უმრავლესობა აგარის მცხოვრებია.