საქალაქო სასამართლო 2017 წლის 19 მარტს, ერთ-ერთი აფთიაქის დაყაჩაღების საქმეს განიხილავს.
ბრალდებული 21 წლის ნიკა ჯამაგიძეა, რომელსაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 12 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ჯამაგიძე სამართალდამცველებს საქმის გაყალბებაში სდებს ბრალს და ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა.
საქმეში არსებული ექსპერტიზების მიხედვით, ჯამაგიძის ბრალეულობა არ იკვეთება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურაც მხოლოდ ერთი, საეჭვო მოწმის ჩვენების საფუძველზე ბრალს 21 წლის ახალგაზრდას უყენებს.
ზუსტად ცხრა საათზე, „ახალ კვირაში“ ნახეთ რეალური ყაჩაღობა, თუ პოლიციის მიერ შეკერილი საქმე?