კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ ფოტოტიპური გამოცემის წარდგენა თბილისის საკრებულოში გაიმართა. გამოცემის ორიგინალი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იშვიათი ბეჭდური გამოცემების ფონდში ინახება. თარგმანი გამოჩენილ აფხაზ მწერალ დიმიტრი გულიას ეკუთვნის, ხოლო რედაქტორი ცნობილი ისტორიკოსი სიმონ ჯანაშიაა.
წიგნი 2021 წელს დაიბეჭდა, 1941 წელს გამოცემული აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით.