აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულები ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ნეშტები დიღმის ძმათა სასაფლაოზე პატივით დაკრძალეს. გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი პრეზიდენტმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხეში სახელმწიფო მინისტრმა და ასევე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა მიაგეს.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ქართველის იდენტიფიცირება მოხერხდა.