აფხაზეთში ქართველების მიმართ განხორციელებულ და მიმდინარე გენოციდთან დაკავშირებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ რამდენიმე სარჩელს ამზადებს და საერთაშორისო დავას იწყებს.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ესენია როგორც სისხლის სამართლის დანაშაულები, ასევე, განათლებისა და საკუთრების უფლებების დარღვევა. მოპასუხე რუსეთის ფედერაცია იქნება. ჯემალ გამახარიას იმედი აქვს, რომ დავას ქართული მხარე მოიგებს.