აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული საინვესტიციო პროექტების შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირების შემთხვევაში, აფხაზეთში ადგილობრივების პროტესტი კიდევ უფრო გამწვავდება. ე.წ. რატიფიცირება კი 15 ნოემბერს არის ჩანიშნული.

მოსახლეობის დიდი ნაწილი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ დიდი რაოდენობით აპარტამენტების შესაძლო მშენებლობასა და დაფინანსებას აპროტესტებს. ჯემალ გამახარიას თქმით, აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აშუქებს რუსული მედია. გამოქვეყნებულ სტატიებში ისმის მუქარის ტონიც.