აფხაზეთის უცნობი ფოტოები

ოკუპაციის მძიმე კვალი ქართულ ისტორიულ ძეგლებზე, შენობებზე, სახლებზე და წლებთან ერთად რადიკალურად შეცვლილი სურათი. მალე ერთ ალბომად გამოიცემა ქართველი ფოტოგრაფის მიერ აფხაზეთში გადაღებული ფოტოები, სადაც დანგრევის პირას მისული ეკლესია-მონასტრებია აღბეჭდილი.

ფოტოობიექტივში მოხვდა საომარი მოქმედებების შედეგად დანგრეული სახლებიც და რეგიონის დღევანდელი რეალობა.

ვაჩე რაინდელი ოკუპირებულ რეგიონში 2016-17 წლებში იმყოფებოდა.

ალბომის გამოცემამდე რისკის ფასად გადაღებული სურათები თათია კუჭუხიძემ დაათვალიერა.