აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში

ოლიმპიური ჩემპიონის, ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში ერთდროულად ორი ტურნირი მიმდინარეობს. აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის ორგანიზებით, აფხაზეთის ღია პირველობა ტარდება – ტურნირში 10-დან 15 წლამდე ასაკის გოგონები და ვაჟები მონაწილეობენ. უკვე გამოვლინდა გამარჯვებული ხმალში, რაპირასა და დაშნაში. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის თაოსნობით კი, „ჩემპიონთა ლიგა” დაიწყო. პირველ დღეს, გამარჯვებულები დაშნაში გამოვლინდნენ. ქალებში არინა კორნეევამ გაიმარჯვა, ხოლო კაცებში – გაგა ხიჯაკაძემ.

მოამბე