აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განახლებული შემადგენლობით მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა პირველი სხდომა გამართა.
ლევან მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთის მთავრობის უპირველეს პრიორიტეტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის ძალისხმევის გაძლიერება წარმოადგენს. ასევე აღინიშნა, რომ მთავარ ამოცანად რჩება აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად ევროკავშირში შესვლა. სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამთავრობო პროგრამის განსახორციელებლად გასატარებელი ღონისძიებები.