აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ლევან მგალობლიშვილი დაინიშნა. მან უმაღლეს საბჭოში მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა და მთავრობის სამოქმედო გეგმა წარადგინა. ლევან მგალობლიშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. იყო საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევების პარლამენტის წევრი. მან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე რუსლან აბაშიძე შეცვალა, რომელიც აღნიშნულ პოზიციას 2019 წლიდან იკავებდა.