აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილი მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია
ტექნოლოგიურ პარკში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილი მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა. ეს არის აპლიკაცია, რომელიც თავს უყრის აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობას ქართულ, აფხაზურ და ინგლისურ ენებზე, წარმოაჩენს მის მნიშვნელობასა და ამჟამინდელ მძიმე მდგომარეობას. უფრო მეტს ახალი აპლიკაციის შესახებ, გვანცა გიორგაძე სიუჟეტში მოგვიყვება.
ახალი დღე