აფხაზეთიდან გადმოსვენებული მებრძოლის, მიხეილ ჯინჭარაძის ნეშტი ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს
დღეს აფხაზეთიდან გადმოსვენებული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, მიხეილ ჯინჭარაძის ნეშტი დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა.
მიხეილ ჯინჭარაძე 1992 წლის 2 ოქტომბერს ბრძოლაში დაიღუპა. ის აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი და ასევე გაგრის მერიის ადმინისტრაციის უფროსი იყო. მიხეილ ჯინჭარაძის თბილისში გადმოსვენება, მისი ოჯახის წევრების მოთხოვნით მოხდა. ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე ის სამხედრო პატივით დაკრძალეს.