აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 ნეშტი დაკრძალეს

დღეს დაკრძალეს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული პირები. აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი ოჯახებს გადასცეს და დღეს დაკრძალვასთან დაკავშირებული ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობდა. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.

ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, ნეშტები საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალეს. ოთხი ნეშტის სამხედრო პატივით დაკრძალვა კი დიღმის ძმათა სასაფლაოზე გაიმართა. ნეშტების გადმოცემა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით მოხერხდა.