აფეთქებები კიევში

მორიგი ავიაიერიში კიევზე – უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების ხმა დილიდან ისმოდა. „კამიკაძე დრონებით“ მიტანილი იერიშების შედეგად დანგრეული შენობებიდან 18 ადამიანის გამოყვანა მაშველებმა უკვე შეძლეს, ორი მოქალაქე კი ამ დრომდე რჩება. ამ ინფორმაციას კიევის მერი ავრცელებს. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტი იყო. დრონების ნაწილი უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს. თუმცა, ნაწილმა დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილამდე მიაღწია.

კიევში სულ მცირე ოთხი აფეთქება მოხდა. ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ამჟამად კიევის ქუჩების ნაწილი გადაკეტილია. ქალაქის მერი მოუწოდებს მოქალაქეებს, განგაშის სიგნალის ჩართვისთანავე თავშესაფრებში ჩავიდნენ.

პარალელურად, თვითმხილველების ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში. მანამდე ქალაქში საჰაერო განგაშის სიგნალი ისმოდა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა სარაკეტო იერიშები განახორციელა დნეპროპეტროვსკის, სუმისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე, სადაც დაზიანდა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა. შედეგად ამ ოლქებში ელექტრომომარაგებაში პრობლემებია.