უბედური შემთხვევა მოხდა საავტომობილო გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე. დაშავდა მიმდინარე სამუშაოების მწარმოებელი ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტი. 60 წლის მამაკაცს დეტონატორი აუფეთქდა. ის მრავლობითი დაზიანებებით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. საავადმყოფოში იმყოფებოდნენ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.