აფეთქება მოხდა რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში.
არსებული ინფორმაციით, ჟანგბადის ბალონი ავტოფარეხის დემონტაჟის დროს აფეთქდა.
დაშავებულია 12 ადამიანი, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. დაშავებულებს საავადმყოფოებში მკურნალობენ.