იაშვილის კლინიკის ექიმები დიდ დიღომში აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა ფასდება როგორც კრიტიკულად მძიმე. აფეთქება დიდ დიღომში ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში დღეს დილით მოხდა. სულ დაშვებულია ორი ადამიანი. მეორე დაშავებული მცირეწლოვნის დედაა, რომელიც დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული.
რა გახდა აფეთქების მიზეზი და როგორია პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა.