ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აფენის თემში რეგისტრირებულ 4 ათასზე მეტ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება სამ კანდიდატს შორის მოუწევს.
თემში შემავალ 10 სოფელში ოთხი საარჩევნო უბანია გახსნილი. პირველი ამომრჩეველი დილის რვა საათზე მივიდა.
აფენის თემიდან საკრებულოს დეპუტატის მანდატის მოპოვებისთვის სამი კანდიდატი იბრძვის – „ქართული ოცნებიდან“ ომარ შველიძე, „ევროპული საქართველოდან“ მალხაზ მელაშვილი და პარტიიდან „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დავით ბეგლარაშვილი.
ლაგოდეხში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია კობახიძემ საკრებულოს წევრის მანდატი დატოვა.