"ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია" სააკაშვილის მიერ თენგიზ გუნავას შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს 

მიხეილ სააკაშვილის მიერ თენგიზ გუნავას შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია”. მიმართვა იუსტიციის მინისტრის სახელზეა.

ორგანიზაციის თავმჯდომარე ექსპრეზიდენტის მიერ უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს და ამბობს, რომ თენგიზ გუნავა 2013 წელს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის და 49 500 ლარის მითვისებისთვის დააპატიმრეს, თუმცა მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა და ასევე ნასამართლეობაც მოუხსნა.

გაგნიძეს მიაჩნია, რომ ექსპრეზიდენტმა სასამართლოზე გავლენა მოახდინა.