ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ხმაურიანი საარჩევნო პროცესი გრძელდება
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ხმაურიანი საარჩევნო პროცესი გრძელდება. დღეს მეორე ტურია ჩანიშნული. იურისტები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და თავმჯდომარეობის მსურველებს ხელმეორედ უყრიან კენჭს.
განმეორებით არჩევნებში 2 კანდიდატია, – დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია. პირველ ტურში ასათიანმა 1129, ხოლო ჯანაშიამ 635 ხმა მიიღო. კენჭისყრა სპორტის სასახლეში, სავარაუდოდ, 3 საათისთვის დაიწყება.