ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური - დაიწყო თუ არა უკვე ხმის მიცემის პროცედურა

ამ წუთებში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრა უნდა დაიწყოს. იურისტებს არჩევანის გაკეთება ოფიციალურად ორ კანდიდატს – დავით ასათიანსა და ლევან ჯანაშიას შორის მოუწევთ. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ჯანაშია განმეორებით კენჭისყრას საკუთარი სურვილით გამოეთიშა და საარჩევნო პროცესს უნდობლობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

სპორტის სასახლეში დილიდან ხათუნა გაგნიძე მუშაობს – დაიწყო თუ არა უკვე ხმის მიცემის პროცედურა და რას აცხადებს, კონკურენტის გარეშე დარჩენილი კანდიდატი?