საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, მათ მიმართ არაეთიკური განცხადებებისაგან თავი შეიკავოს.
გაერთიანება ცალკეულ მოსამართლე წევრებს სპეციალური განცხადებით პასუხობს. ადვოკატთა ასოციაციამ 3 თებერვალს, ადვოკატთა საერთო კრებაზე გამოსცა რეზოლუცია, რომელიც სასამართლო სისტემაში შექმნილ ვითარებას აღწერს და მიმართავს პარლამენტს მოიძიოს კრიზისის დაძლევის გზები. ასოციაციის წევრების თქმით, ინტერნეტსივრცეში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების აგრესიული პოსტები გავრცელდა, რომლებიც, შეიცავდა არაეთიკურ გამონათქვამებსაც.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.