ასლან ბეჟანიძეს, დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე, უზენაესმა სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, ის ამ დრომდე დაკავებული არ არის და ადვოკატის ინფორმაციით, მასზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა უკვე გამოაცხადა.
ირაკლი ჩომახაძის თქმით, ადვოკატებმა ბრალდებულს ჩაბარების რეკომენდაციით მიმართეს. მიუხედავად იმისა, რომ ის ბრალს არ აღიარებს.
დაცვის მხარე აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოში აპირებს.
13 წლის წინ მოკლული დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე ასლან ბეჟანიძე ორმა ინსტანციამ გაამართლა, რის შემდეგაც პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში საკასაციო სარჩელი წარადგინა.
ბრალდებულის ადვოკატის თქმით, საქმეში წარმოდგენილი მოწმეები, პროკურატურასთან თანამშრომლობის საფუძველზე ცრუ ჩვენებებს აძლევდნენ და სწორედ ამ ჩვენებების საფუძველზე მიიღო უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება.