თითქმის ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის 2ე საარჩევნო უბანზე.
ადგილზე მობილიზებული იყო ზუგდიდისა და სამხარეო პოლიციის შემადგენლობა. დეპუტატი ანი წითლიძე სამართალდამცავებმა სავარაუდოდ ზუგდიდის სამმართველოში გადაიყვანეს. ასევე პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა „ქართული ოცნების“ ერთი წარმომადგენელი.