ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 - ვითარება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
მედიის ყურადღების ცენტრშია ზუგდიდს რაიონის სოფელი კახათი. 49-ე უბანთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებიან. მათი მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობა“ კახათში უბნების დარბევას გეგმავს. თავის მხრივ ოპოზიციური პარტია ამტკიცებს, რომ 49-ე უბანზე მათი კანდიდატი იმარჯვებს, რის გამოც ხელისუფლება უბანზე არჩევნების ჩაშლას ცდილობს.