დღის ბოლოს დაძაბულობის ეპიცენტრში მოექცა ვაზისუბანი. 62-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სავარაუდოდ, არიან დაკავებულები. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც უბანზე ელექტროენერგია გაითიშა. ადგილზე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და მმართველი პარტიის ლიდერები. მელია ხელისუფლებას მასობრივ გაყალბებაში და უბანზე დანაშაულებრივი ჯგუფის მობილიზებაში ადანაშაულებს, მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ხმებს დაიცავენ, შეხლა-შემოხლის პრევენციას მოახდენენ და მელიას დახვდებიან ყველგან, სადაც პროვოკაციების მოსაწყობად მივა.