ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 - ვითარება შიდა ქართლში
კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს შიდა ქართლის ორ მუნიციპალიტეტში.
ხაშურსა და ქარელში ირჩევენ მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს.
ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი ქარელის ოლქის 42-ე კოვიდ-უბანზე. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ფიზიკურად დაუპირისპირდა ადგილობრივი ტელეკომპანიის ჟურნალისტს.
როგორ გრძელდება კენჭისყრის პროცესი შიდა ქართლში, ნინო ფისაძე გაგვაცნობს.