ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 – საარჩევნო პროცესი ქუთაისში
ხმაური იყო ქუთაისის რამდენიმე უბანზე. „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ამომრჩევლების მოსყიდვის და ნების კონტროლის ფაქტებზე საუბრობს. ხატია დეკანოიძის მტკიცებით, ქალაქის დასუფთავების სამსახურის 400-მდე თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და აღარ უბრუნებენ.