ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 - საარჩევნო პროცესი ფოთში
ხმაური იყო ფოთის რამდენიმე საარჩევნო უბანზე.
ოპოზიციის მტკიცებით, უბნებთან მიკროავტობუსები ფიქსირდება, სადაც მოქალაქეები ამომრჩეველთა სიებით სხედან. მათი თქმით, ხელისუფლებას უბნების სიახლოვეს მობილიზებული ჰყავს დაუდგენელი პირებიც, რომლებიც ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდნენ.
დღის განმავლობაში დაიწერა 14 საჩივარი.