ქუთაისი ახალი მერის მოლოდინში.
წინასაარჩევნო რეპორტაჟების ციკლს სწორედ ამ ქალაქით განვაგრძობთ. ადგილობრივი მოსახლეობა ქალაქის მთავრობის მომავალი ხელმძღვანელისგან პირველ რიგში საგზაო ინფრასტრუქტურის და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას, გარე განათებების პრობლემის მოგვარებას და სახვითი ხელოვნების გალერეის სასწრაფო რეაბილიტაციას ითხოვს. როგორც ირკვევა, დანგრევის პირას მისულ გალერეაში უნიკალურ ექსპონატებს განადგურება ემუქრება.