„ადამისა და ევას დღიურები“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სხვენში „მოხეტიალე მთვარის თეატრმა“ წარმოადგინა. სპექტაკლი, რომელიც კულტურისა და სპორტისა სამინისტროს, თბილისის მერიისა და მარჯანიშვილის თეატრის მხარდაჭერით შეიქმნა, მოგვითხრობს ადამისა და ევას ურთიერთობას ბავშვობიდან სიბერემდე. ცნობილი ამერიკელი მწერლის, მარკ ტვენის ნოველების მიხედვით შექმნილი კომედიური სპექტაკლით მსახიობები ცდილობენ მაყურებელთან ერთად გაარკვიონ ის, თუ როგორ იბადება და იცვლის სახეს ის გრძნობა, რასაც სიყვარული ჰქვია. პიესის ავტორი, მუსიკალური გამფორმებელი და რეჟისორი ნიკა ლუარსაბიშვილია. სპექტაკლის ნახვას მაყურებელი დღეს და ხვალ შეძლებს.