ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით თბილისში, რუსთაველის მეტროსთან, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი ადამიანის უფლებებსა და თანასწორობაზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება იყო. მოქალაქეებს ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დარგში, ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიაწოდებს.