ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული გამოწვევები კიდევ ერთ ანგარიშში აისახა.
ავტორი ევროკავშირის და გაერო-ს მიერ მოწვეული ექსპერტი მეგი ნიკოლსონია, რომელმაც დღეს ხელისუფლებას ახალი რეკომენდაციები მისცა. მიღწევების და პოზიტიური რეფორმების აღნიშვნის ფონზე, ექსპერტი მთავრობას იმ სფეროებზე მიუთითებს, სადაც ხარვეზებს ხედავს. მათ შორისაა მართლმსაჯულების სფერო, მედია და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი. დასკვნის ავტორი გამომწვევად მიიჩნევს ბოლო პერიოდში მიღებული რამდენიმე კანონის ეფექტურ აღსრულებასაც.
როგორც მოსალოდნელი იყო, ანგარიშს პოლიტიკური სპექტრი სხვადასხვანაირად კითხულობს.